COVID-19



საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია დაფუძნებულია 1997 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც იმავე წელს დსთ-ს ქვეყნებიდან პირველი გახდა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი.
ასოციაციის შემქნის მთავარი მიზანი საქართველოში რადიოლოგიის განვითარება, უახლესი მეთოდების დანერგვა, რადიოლოგთა გაძლიერება და გაერთიანება იყო.
ასოციაცია აერთიანებს მედიცინის დამოუკიდებელ სპეციალისტებს, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას სამედიცინო რადიოლოგიაში, სხივურ დიაგნოსტიკაში, სხივურ თერაპიაში და სხვა მომიჯნავე სამედიცინო დარგებში. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოში სამეცნიერო, საქველმოქმედო, ინტელექტუალურ და პროფესიულ საქმიანობას.


ძვირფასო კოლეგებო
- ნეირორადიოლოგია, თავის და კისრის მიდამოს დაავადებათა სხივური დიაგნოსტიკა
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
- გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
- სარძევე ჯირკვლის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
- მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
- საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
- ინტერვენციული რადიოლოგია
- სხივური თერაპია
- ახალი ტექნოლოგიები სხივურ მედიცინაში