ჩვენს შესახებ

  საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია წარმოადგენს აპოლიტიკურ, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი საქართველოში რადიოლოგიის განვითარება, უახლესი მეთოდების დანერგვა, რადიოლოგთა გაძლიერება და გაერთიანებაა. ასოციაციის შექნის მთავარი მიზანი საქართველოში რადიოლოგიის განვითარება, უახლესი მეთოდების დანერგვა, რადიოლოგთა გაძლიერება და გაერთიანება იყო. ასოციაცია აერთიანებს მედიცინის დამოუკიდებელ სპეციალისტებს, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას სამედიცინო რადიოლოგიაში, სხივურ დიაგნოსტიკაში, სხივურ თერაპიაში და სხვა მომიჯნავე სამედიცინო დარგებში. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოში სამეცნიერო, საქველმოქმედო, ინტელექტუალურ და პროფესიულ საქმიანობას.

 ასოციაცია თავისი მისიის შესრულებისას  ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ხარისხი, ობიექტურობა და გამჭირვალობა.

ასოციაციამ თავისი წევრებისათვის შეიმუშავა ეთიკის კოდექსი,   რომელიც  წარმოადგენს  ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ვალდებულებების ერთობლიობას, რომლითაც  უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა  რადიოლოგმა, რაც  ხელს შეუწყობს   პაციენტებთან, კოლეგებთან ურთიერთობის ნორმების  გამომუშავებას.

Image

 

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია 1997 წლიდან დსთ-ს ქვეყნებიდან პირველი გახდა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი.

 ასოციაციის ეგიდით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები და სიმპოზიუმები.

ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა ოთხი კონგრესი (1997, 2003, 2010, 2016 წწ) და საერთაშორისო კონფერენციები:

რადიოლოგია ათასწლეულის მიჯნაზე (2000)

ახალი ტექნოლოგიები ახალ ათასწლეულში (2001)

ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში (2002)

ახალი მიმართულებები რადიოლოგიაში და ინტერვენციულ მედიცინაში (2007)

ჰიპერთერმია კლინიკურ ონკოლოგიაში (2011)

ონკოლოგიურ დაავადებათა რადიოლოგიური დიაგნოსტიკა თხემიდან ტერფამდე (2018)

 

1997 წლიდან გამოდის ჟურნალი „რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე“.

ჟურნალი „რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე“ საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ოფიციალური ჟურნალია.  ჟურნალში შუქდება მედიცინის აქტუალური საკითხები.

Image
Image
Image
Image
Image