კონგრესი

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია გაცნობებთ, რომ 2019 წლის 3-4 მაისს გაიმართება საქართველოს რადიოლოგთა Vკონგრესი.

კონგრესის მიმდინარეობისას განხილული იქნება დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, სხივური თერაპიისა და ინტერვენციული რადიოლოგიის აქტუალური საკითხები. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი უცხოელი სპეციალისტები. ჩატარდება როგორც სამეცნიერო სესიები, ასევე სასწავლო ლექციები.

კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ზეპირი მოხსენების (15წთ) თეზისები. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი. სამეცნიერო ნაშრომი   თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word–ის ფაილის სახით. ტექსტი უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 500 ნიშნისაგან.

კონგრესის თემატიკა:

  • ნეირორადიოლოგია, თავის და კისრის მიდამოს დაავადებათა სხივური დიაგნოსტიკა
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  • გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  • სარძევე ჯირკვლის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  • მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  • საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  • ინტერვენციული რადიოლოგია
  • სხივური თერაპია
  • ახალი ტექნოლოგიები სხივურ მედიცინაში

 

კონგრესის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული

გთხოვთ ნაშრომები გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე info@georadiology.ge