საქართველოს რადიოლოგთა V კონგრესი

2019 წლის 3-4 მაისს გაიმართება
Image
Image
Image

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია დაფუძნებულია 1997 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც იმავე წელს დსთ-ს ქვეყნებიდან პირველი გახდა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. 

 ასოციაციის შემქნის მთავარი მიზანი საქართველოში რადიოლოგიის განვითარება, უახლესი მეთოდების დანერგვა, რადიოლოგთა გაძლიერება და გაერთიანება იყო. 

ასოციაცია აერთიანებს მედიცინის დამოუკიდებელ სპეციალისტებს, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას სამედიცინო რადიოლოგიაში, სხივურ დიაგნოსტიკაში, სხივურ თერაპიაში და სხვა მომიჯნავე სამედიცინო დარგებში. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოში სამეცნიერო, საქველმოქმედო, ინტელექტუალურ და პროფესიულ საქმიანობას. 

Image
Image

ძვირფასო კოლეგებო

  საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია გაცნობებთ, რომ 2019 წლის 3-4 მაისს
გაიმართება საქართველოს რადიოლოგთა Vკონგრესი.
კონგრესის მიმდინარეობისას განხილული იქნება დიაგნოსტიკური
რადიოლოგიის, სხივური თერაპიის და ინტერვენციული რადიოლოგიის
აქტუალური საკითხები. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი
უცხოელი სპეციალისტები. ჩატარდება როგორ სამეცნიერო სესიები, ასევე
სასწავლო ლექციები.
კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ზეპირი
მოხსენების (15წთ) თეზისები. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28
თებერვალი. სამეცნიერო ნაშრომი თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft
Word–ის ფაილის სახით. ტექსტი უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 500 ნიშნისაგან.
კონგრესის თემატიკა:
  •  ნეირორადიოლოგია, თავის და კისრის მიდამოს დაავადებათა სხივური დიაგნოსტიკა
  •  გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  •  გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  •  სარძევე ჯირკვლის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  •  მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  •  საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სხივური დიაგნოსტიკა
  •  ინტერვენციული რადიოლოგია
  •  სხივური თერაპია
  •  ახალი ტექნოლოგიები სხივურ მედიცინაში
კონგრესის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
გთხოვთ ნაშრომები გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე info@georadiology.ge